ოკუპაციური ქმედება

ოკუპაციური ქმედება
პიროვნების, გარემოს და ოკუპაციის ურთიერთობის შედეგია. ეს არის დინამიკური გამოცდილება პიროვნებისა, რომელიც შესაბამის გარემოში მიზანმიმართულ აქტივობაშია ჩაბმული. ამ განსაზღვრების თანახმად, პიროვნება დინამიური, მოტივირებული და განვითარებადი არსებაა, რომელიც მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი პირადი მონაცემები (თანდაყოლილი და შეძენილი უნარები) განაპირობებს ამ ურთიერთობებს და უკუპაციური ქმედების ხარისხს. ეს მონაცემები განსაზღვრავს ოკუპაციურ-თერაპიული ჩარევის მიმართულებას და მიზანს. მაგ., ადამიანის კულტურულ-ეროვნული ფესვები პრაქტიკულად არ არის ცვალებადი, თუმცა მისი შეხედულებები და ქცევები შეიძლება შეიცვალოს სხვა რელიგიაში გადასვლის, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის, საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში ან სხვა მრავლი მიზეზის გამო.
Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ოკუპაციური ქმედება" в других словарях:

  • ოკუპაცია — • რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ ერთი განმარტების მიხედვით, იგი საქმიანობას ნიშნავს. თერაპიაში სიტყვა ,,ოკუპაცია“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება. ოკუპაციური თერაპიის მიხედვით, ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანის მიერ დროის მიზანმიმართულ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»